დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 144 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.017817 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ, III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების მობილიზება, აღრიცხვა და განკარგვა; ბ) ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, დაზუსტება, წარდგენა; ბიუჯეტის შესრულება, ანგარიშგება და კონტროლი; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განსახორციელებელ ღონისძიებათა საჭირო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით; ზ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი; თ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის დადგენილი ფუნქციების ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის ბალანსზე რიცხული აქტივების/ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია; კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება; ლ) სამსახურის მიერ შესყიდვების პროცესის/განხორციელების უზრუნველყოფა (შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, დამტკიცება, კორექტირება და წარდგენა); მ) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; ნ) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში, ყველა საჯარო და კერძო სამართლის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში; ო) საქმისწარმოების (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროცესის უზრუნველყოფა; პ) საარქივო საქმიანობის წარმართვა; ჟ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად შესაბამისი კონკურსის პროცედურების ორგანიზება და განხორციელება; რ) თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ს) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა; ტ) პრაქტიკისა და სტაჟირების პროცესის წარმართვა; უ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები