„არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.024553
160
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
430060000.10.003.024553
„არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება№160

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) შესაბამისად, „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №459 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2019, 430060000.10.003.021479)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულება, რომელსაც სურს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება, ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარდგინების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე