დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 94 |
დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 01/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016336 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით: ა.ბ.ა) 200 სთ-ს ან 40 სექტორს – თუ კანდიდატს გავლილი აქვს სხ-ზე საბაზო წვრთნა ან გაიარა ZFTT მომზადება ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად; ან ა.ბ.ბ) ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესრულებულ ფრენებს, თუ კანდიდატს არ აქვს გავლილი საბაზო წვრთნა და შემდგომ შესრულებულ 200 საათს ან 40 სექტორს“; 2. 37-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“: „შენიშვნა: პრაქტიკული წვრთნის შემდგომი მომზადება უნდა განახორციელოს შესაბამისად კვალიფიცირებულმა ინსტრუქტორმა, სასწავლო დაწესებულების ან სააგენტოს (ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების) მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოებში დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადასწავლების წარმატებით გავლის შემდეგ, სხ-ის ტიპის ოსტატობა გაიცემა შეზღუდვით (მოწმობაში აღინიშნება PICUS/Co-pilot Trainee) ამ წესის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მწყობრში შესვლის მიმართ დადგენილი მოთხოვნების შესრულებამდე, რომელიც ითვალისწინებს ფრენას უფლებამოსილი პილოტ-ინსტრუქტორის/უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ. ზედამხედველობის ქვეშ ნაფრენი საათების შესახებ ინფორმაცია აისახება საფრენოსნო წიგნაკში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში და ხელმოწერით დასტურდება ინსტრუქტორის მიერ. 4. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პილოტი მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მეორე პილოტის რანგში ფრენის ეშელონ 200-ზე მაღლა (FL200), იმ პირობით, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ფლობდნენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ ტიპზე ოსტატობას.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე (თვითმფრინავები) მომზადების სასწავლო კურსი (ZFTT): ა) პილოტმა შეიძლება გაიაროს, თუ: ა.ა) 136000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე მომზადების შემთხვევაში – წარმატებით აქვს გავლილი სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა; ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე მომზადების შემთხვევაში: ა.ბ.ა) წარმატებით აქვს გავლილი სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა; ა.ბ.ბ) მრავალპილოტიან რეაქტიულ თვითმფრინავზე ან 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 19-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების კონფიგურაციის მქონე მრავალძრავიან ხრახნიან თვითმფრინავზე ნაფრენი აქვს: ა.ბ.ბ.ა) 1500 საათი ან 250 სექტორი, იმ შემთხვევაში, თუ ZFTT კურსი ჩატარდება CG ან C დონის FFC კვალიფიკაციის საწაფზე; ან ა.ბ.ბ.ბ) 500 საათი ან 100 სექტორი, იმ შემთხვევაში, თუ ZFTT კურსი ჩატარდება DG ან D დონის FFC კვალიფიკაციის საწაფზე; ან ა.ბ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სხ-ის განცხადებულ/მოთხოვნილ ტიპზე, სერტიფიცირებული სხ-ის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობის ქვეშ, მეორე პილოტის მწყობრში შესვლის პროგრამის დაწყებამდე, შეასრულებს სულ მცირე 30 სთ-ს და 10 სექტორს მეორე პილოტი-შეგირდის რანგში მხოლოდ ფრენის კრეისერულ ეტაპზე, რაც აღინიშნება პილოტის მოწმობაში შეზღუდვის სახით. ბ) სრულდება მეორე პილოტის მწყობრში შეყვანის პროგრამის დაწყებამდე და მოიცავს სხ-ის აფრენა/დაფრენასთან დაკავშირებით საწაფზე სპეციალურ წვრთნას. შენიშვნა: ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის, Part-FCL ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებსა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC2 ORA.ATO.125).“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები