„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.024548
155
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
450010000.10.003.024548
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №155

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის შესაბამისად, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/05/2021, 450010000.10.003.022784) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო კულტურისა და სპორტის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლისა და ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სამინისტრო შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურისა და სპორტის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და სპორტის სფეროებში ნორმატიული აქტების შესრულებას.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამინისტრო კოორდინაციას უწევს კულტურისა და სპორტის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განვითარებასა და გაძლიერებას.“;

ე) მე-4 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესს;“;

ე.გ) მე-2 პუნქტს „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;“;

ე.დ) მე-2 პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს;“;

ვ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ვ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპორტის დეპარტამენტი;“;

ვ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;“;

ზ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:

ზ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სსიპ − საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება;“;

ზ.ბ) „ო“, „რ“, „ტ“, „ც“, „ჰ44“ და „ჰ50“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) „ჰ51“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ52“ − „ჰ54“ ქვეპუნქტები:

„ჰ52) სსიპ − ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“;

53) სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი;

54) სს „ქართული კინოს განვითარების ცენტრი.“;

თ) მე-8 მუხლის:

თ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი ხელოვნების, ლიტერატურის, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნების, ხალხური ხელოვნების დარგებისა და სახელოვნებო განათლების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ამ მიზნით, შესაბამისი პროექტების ინიციირება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;“;

თ.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ − „მ7“ ქვეპუნქტები:

„მ1) კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტთან ერთად, კულტურის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

2) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;

3) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

4) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

5) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

6) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

7) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტთან) თანამშრომლობა ამ დებულების მე-13 მუხლის „ა3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

ი) მე-9 მუხლის:

ი.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სათეატრო ხელოვნების განვითარებისა და მასზე ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თეატრის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ამ მიზნით, შესაბამისი პროექტების ინიციირება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;“;

ი.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ − „თ7“ ქვეპუნქტები:

„თ1) შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტთან ერთად, კულტურის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

2) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;

3) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

4) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

5) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

6) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

7) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტთან) თანამშრომლობა ამ დებულების მე-13 მუხლის „ა3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

სპორტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სპორტულ მომსახურებაზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მასობრივი სპორტის მაქსიმალური ხელშეწყობა;

ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

გ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა;

დ) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება;

ვ) სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა;

ზ) სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი;

თ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ი) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

კ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ლ) სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;

მ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

ნ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროების შესახებ მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა;

ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა;

პ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება;

ჟ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

რ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

ს) სპორტის სფეროში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;

ტ) სპორტის სფეროში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

უ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

ფ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ქ) სპორტის სფეროში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტთან) თანამშრომლობა ამ დებულების მე-13 მუხლის „ა3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ყ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ლ) მე-13 მუხლის:

ლ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ − „ა3“ ქვეპუნქტები:

„ა1) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

2) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;

3) სამინისტროს მიერ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში გადასაგზავნი იმ მასალების/პოზიციის მომზადების კოორდინაცია, რომელიც სამინისტროს ერთზე მეტი დარგობრივი დეპარტამენტის ჩართულობას გულისხმობს;“;

ლ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა;“;

მ) მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ნ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16

ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ საქმიანობის ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილების ქმედითი ხელშეწყობა;

ე) კულტურისა და სპორტის სფეროებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამის ფარგლებში;

ვ) სამინისტროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური ინსპექციისა (დეპარტამენტის) და სამინისტროს სხვა დეპარტამენტების საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ო) 181 მუხლის:

ო.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ − „გ3“ ქვეპუნქტები:

„გ1) სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებიდან მიღებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

2) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

3) კანონშემოქმედებით სფეროში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;“;

ო.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე