„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024547
154
30/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
470000000.10.003.024547
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2024 წლის 30 აპრილი

  ქ. თბილისი

 

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“):

1.  მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ო“ ქვეპუნქტის:

ა) „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ო.ბ.ბ) პაციენტის ყოველდღიური შეფასება (ვიტალური ფუნქციები), მედიკამენტის ინექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი ინექციების დაწყებიდან 90 დღის განმავლობაში ხორციელდება პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, დღის სტაციონარის პირობებში, პედიატრის ან ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გამონაკლისის სახით აღნიშნული ვადის შემცირება დაიშვება ინდივიდუალურად, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ობიექტური არგუმენტირებული გარემოებების არსებობისას, სამინისტროსთან შეთანხმებით;“;

ბ) „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ო.ბ.გ“ – „დ.ო.ბ.ე“ ქვეპუნქტები:

„დ.ო.ბ.გ) ინექციების დაწყების (ამ მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის გათვალისწინებით) შემდგომ, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების ექიმის მითითებით (პედიატრი/ენდოკრინოლოგი), დასაშვებია, ინექციების განხორციელება გაგრძელდეს სტაციონარული ან ამბულატორიული სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; ექიმის მითითება გაიცემა პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როცა მისი სხვა დაწესებულებაში გადამისამართება არ არის საფრთხის შემცველი;

დ.ო.ბ.დ) ამ მუხლის „დ.ო.ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სტაციონარულ ან ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს მეთვალყურეობს/მონიტორინგს უწევს პედიატრი ან ოჯახის ექიმი ან ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი, რომელიც ვალდებულია, რაიმე გვერდითი მოვლენის ან გართულების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის „დ.ო.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებას;

დ.ო.ბ.ე) პაციენტის პერიოდული შეფასება (გაზომვა) და მონიტორინგი (ინექციის დაწყებიდან ყოველ მე-3 თვეს) ხორციელდება იმ პედიატრიული სერვისის მიმწოდებელ მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განხორციელდა პირველადი შეფასება. შეფასების/მონიტორინგის ან/და ამ მუხლის „დ.ო.ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი ინექციების სტაციონარულ ან ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებაში გაგრძელების თაობაზე;“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან:

ა) „დ.ო.ბ.ა“, „დ.ო.ბ.ბ“ და „დ.ო.ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ქ. თბილისში მდებარე პედიატრიული სერვისის მიმწოდებელი მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც:

ა.ა) გამოყოფილია შესაბამისი სივრცე მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირებისა და შემდგომი მონიტორინგისთვის;

ა.ბ) ადგილზე დასაქმებული სპეციალისტებისგან შექმნილია „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დანიშვნისა და მეთვალყურეობის მიზნით მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან: პედიატრი, გენეტიკოსი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ნეიროქირურგი, ბავშვთა ქირურგი-ორთოპედი, რადიოლოგი, ექთანი და სხვა სპეციალისტი (საჭიროების შესაბამისად). მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა დამტკიცებულია სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციული ბრძანებით;

ა.გ) გუნდს ხელმძღვანელობს და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პედიატრს ან ენდოკრინოლოგს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი;

ა.დ) გამოყოფილია მედიკამენტის შენახვაზე/აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, მედიკამენტის ხარჯვის ელექტრონულ პროგრამაში შემდგომი მართვის/ანგარიშგების უზრუნველსაყოფად;

ა.ე) გამოყოფილია „ვოსორიტიდის“ გვერდითი მოვლენების მონიტორინგზე, აღრიცხვასა და რეგულირების სააგენტოსთვის დადგენილი წესით შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) „დ.ო.ბ.გ“ და „დ.ო.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სტაციონარული ან/და ამბულატორიული  სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც:

ბ.ა) გამოყოფილია შესაბამისი სივრცე მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირებისა და შემდგომი მონიტორინგისთვის;

ბ.ბ) პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პედიატრს ან ოჯახის ექიმს ან ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი;

ბ.გ) გამოყოფილია მედიკამენტის შენახვაზე/აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, მედიკამენტის ხარჯვის ელექტრონულ პროგრამაში შემდგომი მართვის/ანგარიშგების უზრუნველსაყოფად.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფის მიზნით, მედიკამენტი შესაძლებელია, პაციენტის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მოთხოვნის და ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად (დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში), გატანებულ იქნეს საზღვარგარეთ. წამლის გატანება საზღვარგარეთ დასაშვებია მხოლოდ მიმღები ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების და/ან ექიმის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მედიკამენტის ადმინისტრირებაზე.  ამასთან, ამ მიზნისთვის „ვოსორიტიდის“ გაცემის წესი მტკიცდება განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე