ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016011
18
26/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
000000000.00.124.016011
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე ქუჩისათვის „მთავარანგელოზის“ სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №18

2024 წლის 26 აპრილი  

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი), სოფელ დიმში 41-ე  ქუჩისათვის  „მთავარანგელოზის“  სახელის მინიჭების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №41) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 1 ივნისის № 206 განკარგულებაში  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის  ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ დიმში), სოფელ დიმში (საკადასტრო კოდი 30.0...00.000) მდებარე 41-ე  ქუჩას მიენიჭოს „მთავარანგელოზის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     ნოდარ გიორგიძე