დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მაისის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016537 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 31 მაისის №32 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; 01/06/2022 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016477) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური შედგება: ა) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განყოფილებისაგან; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილებისაგან; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებისაგან; დ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებისაგან .’’ |
2.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. სოციალურ საკითხთა განყოფილება 1. სოციალურ საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალურ საკითხთა მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) განსახორციელებელი პროგრამების უზრუნველსაყოფად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა დაწესებულებასა და იურიდიულ პირთან; გ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში და მათი რეგისტრაცია-აღრიცხვა. დ) სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების და დახმარების შემოღების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება, არსებული პროგრამების გამართულ მუშობაში ხელშეწყობა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრაცია-აღრიცხვა კომპეტენციის ფარგლებში და დახმარება მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის; ვ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში.“ |
3.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ზ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობა; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები