დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 995 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.007.764 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.007.764
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №995
2005 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. პოლიციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2.”.
2. დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო;
გ) მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო”.
2. დებულების 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის პირველი ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის მაშტაბით აქციზური საქონლის უკანონო ბრუნვის სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ხაზობრივი ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში ამ მიმართუ-ლებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
6. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის მეორე ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების წინასწარი გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები