,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016534
7
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010260010.35.138.016534
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.138.016474)  და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის (დებულება):
1. მე-3  მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი

„შ. საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.“ю

2. მე-4 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  ზედამხედველობის სამსახური შედგება:

ა) მუნიციპალური პროექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილებისაგან;

ბ) ნაგებობების ექსპლუატაციისა და ლეგალიზების  განყოფილებისაგან;

გ) მუნიციპალური ინსპექციის განყოფილებისაგან.“

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მუნიციპალური პროექტების  მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილება

1. მუნიციპალური პროექტების  მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა)  შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;

ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების კონტროლი;

გ) ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;

დ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების კონტროლი;

ე) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების კონტროლი;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან;

ზ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე/სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა;

თ) ზედამხედველობა ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

კ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება, კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ლ)  კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ნაგებობების ექსპლუატაციისა და ლეგალიზების  განყოფილება

ნაგებობების ექსპლუატაციისა და ლეგალიზების განყოფილების ფუნქციებია:

ა) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და შესრულების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი;

გ) ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე/სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგებაზე კონტროლი;

დ) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებულ ობიექტებზე შესაბამისი ღონისძიების გატარება;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება/დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მწვანე ნარგავების დაზიანებისათვის ან თვითნებურად გაჩეხვისათვის შესაბამისი რეაგირება; ასევე,  არსებული ხე-მცენარეების მოჭრა-გადაბელვის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე მონიტორინგი;

ი) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა;

კ) სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლის განხორციელება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერთან შესაბამისი მოხსენების წარდგენა;

ლ) მოსახლეობისათვის ტყის რესურსით სარგებლობის მიზნით ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მუნიციპალური საჭიროებიდან გამომდინარე, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის ხელშეწყობა;

ნ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტები განხილვა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;

ო) კანონით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე