გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/4949-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/04/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/4949-19
23/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/4949-19

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2024 წლის  23 აპრილი 

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე – გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი – მარიამ საბაძე

მოვალე – სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“

მოთხოვნა – სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ;

მოთხოვნა – სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ გამოარკვია:

2019 წლის 12 მარტს სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ სახელით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“ (წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე) და ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ (ს/ნ 204892189) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით კომპანია არ ფუნქციონირებს. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 თებერვლის №8099 წერილით, 2018 წლის 15 მარტის №18087 წერილით და 2019 წლის 1 მარტის წერილით ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული იქნა მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი და ერთი უძრავი ქონება, ხოლო ქონების ნაწილი ნატურით გადაეცა სახელმწიფოს. გარდა რეალიზებული ქონებისა სხვა ქონება არ არის მოძიებული და აღწერა-დაყადაღებული. 2017 წლიდან არ განხორციელებულა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ ქონების რეალიზაცია.

სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრებაში უძრავი ქონება არ ირიცხება, კომპანია არ ფლობს ასევე წილს სხვა საწარმოში. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის MIA 7 19 00285205 წერილის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 24 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. მათგან 7 სატრანსპორტო საშუალება 2016 წელს იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული იქნა, ხოლო დანარჩენი 17 არ იძებნება, შესაბამისად უცნობია მათი ნარჩენი ღირებულებაც, ამჟამად ზემოთაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა რაიმე ქონება კომპანიის საკუთრებაში არ არის.

სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანების სახით ერიცხება მხოლოდ საგადასახადო დავალიანება, მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და ყადაღით. უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს კომპანიის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება. უზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანების ოდენობა შეადგენს 24 676 911.57 ლარს (1 723 448.2 ლარი (ძირითადი) + 1616.12 ლარი (ჯარიმა) + 22 954 941.78 ლარი (საურავი) – 3 093.55). სს ,,საქტრანსგაზმრეწვს” ერიცხება ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანებები.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №21-11/8660 წერილის თანახმად სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ მოქმედი საბანკო ანგარიშები გახსნილი აქვს შემდეგ ბანკებში: ა) სს ,,საქართველოს ბანკი“ (მის: თბილისი, სანაპიროს №2), ანგარიშის ნომერი: GE64BG0000000116262500, GEL (346530700), ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე ერიცხება 40.00 (ორმოცი) ლარი; ბ) სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (მის: თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №14), ანგარიშის ნომერი: GE43VT700000001, GEL ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება. ორგანიზაციას თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში.

განმცხადებლის მითითებით სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადა მოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით განცხადება სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო. მას შემდეგ კომპანიის მიმართ მიმდინარეობს ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა და გაკოტრების მმართველის არჩევა, მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილს განცხადებით მომართა მეურვემ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და იშუამდგომლა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით: 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საქმე საქმე N2/4949-19 სს „საქტრანსგაზმრეწვი” (ს/ნ 204892189) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და მეურვედ დაინიშნა სსიპ –  აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 28 აპრილს. 2019 წლის 02 მაისს, სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კრედიტორთა პირველ კრებაზე წარადგინა მოხსენება მოვალე საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის, მისი აქტივებისა და ვალდებულებების, მიმდინარე სასამართლო დავების, კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებების თაობაზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სს „საქტრანსგაზმრეწვი” (ს/ნ 204892189) წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ვაკე-საბ. რ/ნის სასამართლოს მიერ 1997 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებულ საწარმოს, რომლის 100%- იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი არის სახელმწიფო, ხოლო ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და საწარმოს დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია“ (ს/ნ 206096419). სადაც, ასევე, სახელმწიფო ფლობს წილის 100% -ს და მისი დირექტორი არის თამარ მუმლაძე (პ/ნ 0100502290 ). საწარმოს დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სს „საქტრანსგაზმრეწვი“ (ს/ნ 204892189) წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით კომპანია არ ფუნქციონირებს. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 თებერვლის Nო8099 წერილით, 2018 წლის 15 მარტის N18087 წერილით და 2019 წლის 1 მარტის წერილით ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული იქნა მოვალის საკუთრებაში არსებული მოძრავი და ერთი უძრავი ქონება, ხოლო ქონების ნაწილი ნატურით გადაეცა სახელმწიფოს. გარდა რეალიზებული ქონებისა სხვა ქონება არ არის მოძიებული და აღწერა-დაყადაღებული. 2017 წლიდან არ განხორციელებულა სს „საქტრანსგაზმრეწვის“ ქონების რეალიზაცია. სს „საქტრანსგაზმრეწვი“ აღარ ფუნქციონირებს და საწარმოს საკუთრებაში არ ერიცხება უძრავი ქონება, კომპანია არ ფლობს ასევე წილს სხვა საწარმოში.

მეურვის მიერ მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმის წარმოების ელექტრონული სისტემაში 2022 წლის 10 ოქტომბერს მოძიების განახლება შსს-ს მომსახურების სააგენტოში. 2022 წლის 10 ოქტომბერს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული მოძიების პროგრამაში შსს მომსახურების სააგენტოსგან გამოიგზავნა განახლებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 33 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 09 ავტოსატრანსპორტო საშუალება 2016 წელს იძულებითი აუქციონის წესით იქნა რეალიზებული სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ (საქმე A12048790 A12032236). ხოლო დარჩენილ 24 ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობაზე მეურვეს ინფორმაცია არ ქონია და ვერც მოვალემ მიაწოდა. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტასთან დაკავშირებით 2023 წლის 09 მარტს (N15632) სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მეურვემ მიმართა უზრუნველყოფილი კრედიტორს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. 2023 წლის 17 მარტის წერილით (N44903) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მოძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, „თუ კრედიტორთა პირველმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება მოვალის მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების შესახებ, მეურვემ ქონება უნდა მოიძიოს 15 დღის ვადაში და შედეგი უნდა წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. თუ მეურვემ/გაკოტრების მმართველმა მოსაძიებელი ქონება ვერ მოიძია დადგენილ ვადაში, იგი წყვეტს ამ ქონების მოძიებას.“ ხოლო ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, არ ზღუდავს კრედიტორის უფლებას, თავად მოიძიოს მოვალის მოსაძიებელი ქონება და ამ ქონების მოძიების შემთხვევაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართოს სასამართლოს მოძიებული ქონების სამეურვეო ქონების ნუსხაში შეტანის მოთხოვნით აუქციონის გამოცხადებამდე 7 დღით ადრე. საწარმოს ქონების მოძიების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინა, რომ მოვალე საწარმოს საკუთრებაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონება არ გააჩნია. სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სს „საქტრანსგაზმრეწვს” (ს/ნ 204892189) ანგარიშები გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში“ სადაც უფიქსირდება 80 ლარი და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“, რომლის ანგარიშზეც თანხა არ ფიქსირდება. ორგანიზაციის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სს „საქტრანსგაზმრეწვს“ (ს/ნ 204892189) დებიტორული მოთხოვნები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია. საწარმოს ჰყავს ერთი მე-4 რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური აღიარებული მოთხოვნით 24 686 899.89 (ოცდაოთხი მილიონ ექვსას ოთხმოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გაგრძელების მიზნით, მეურვემ განმეორებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოებს, საბანკო დაწესებულებებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების მოძიებისა და დაზუსტების მიზნით და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, სხვა სახის აქტივები და ცვლილება არ განუცდია. რაც შეეხება კომპანიის სახელზე რეგისტრირებულ ავტო სატრანსპორტო საშუალებებს, 2024 წლის 02 აპრილის წერილით (A19044899-004/008) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვის მიერ მოხდა ინფორმაციის გადამოწმება სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, კერძოდ, გამოითხოვეს ინფორმაცია სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 08 აპრილის წერილით (MIA 9 24 01056529) ირკვევა, რომ მონაცემები უცვლელია. სს „საქტრანსგაზმრეწვის“ სახელზე რეგისტრირებულია 32 სატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან 08(რვა) სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებულია იძულებით სააღსრულებლო საქმისწარმოების ფარგლებში აუქციონი და გაცემულია განკარგულება, ხოლო დარჩენილ 24 სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტასთან დაკავშირებით 2023 წლის 09 მარტის მიმართვის საფუძველზე შეწყდა მოძიება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო – მეურვე შუამდგომლობს, სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. აღნიშნული მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ხოლო, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში, მეურვის მიერ წარდგენილი 2019 წლის 02 მაისის მოხსენებიდან და ასევე, განმეორებით მოძიებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ სს „საქტრანსგაზმრეწვს“ (ს/ნ 204892189) არ გააჩნია არანაირი მოძრავი/უძრავი ქონება და სხვა სახის აქტივები. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა, როგორც მოვალე კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის, ასვე მას შემდეგ და ამ დროის განმავლობაშიც არაფერი შეცვლილა. ასევე უდავოა, რომ მოვალე საწარმოს ფინანსური მდგომარეობით გამორიცხულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მიღწევა და ნათელია, რომ ვერ მოხდება კრედიტორთა მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფა და საპროცესო ხარჯების დაფარვა მოვალის არსებული ფინანსური მდგომარეობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5 მუხლის მეორე პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მეურვე შუამდგომლობს სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) მიმართ საქმის შეწყვეტის და მოვალე საწარმო კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე.

ამასთანავე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით და შეადგენს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, ხოლო მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება მოვალეზე, როდესაც იგი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მოითხოვს გაკოტრებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საფასური განსაზღვრულია 5000 ლარით.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიცია, კრედიტორების მოსაზრება და მიიჩნია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სს ,,საქტრანსგაზმრეწვი” გამოცხადდეს გაკოტრებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, მეურვის მოხსენებით დგინდება, რომ კომპანიას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები, სს „საქტრანსგაზმრეწვის“ (ს/ნ 204892189) ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ და მხოლოდ 80 ლარი სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე. ამდენად, კომპანიას არ შესწევს უნარი არა მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, არამედ საპროცესო ხარჯების ასანაზღაურებლადაც კი აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ საქმეზე და სს „საქტრანსგაზმრეწვი“ (ს/ნ 204892189) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა 1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

განსახილველ შემთხვევაში 2024 წლის 16 აპრილს მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობით ირკვევა, რომ განმცხადებლის მითითებით სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადა მოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

როგორც სასამართლომ არაერთხელ განმარტა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადა მოსული მოთხოვნა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თუ მოვალე ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და, ამასთანავე, მიაჩნია, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

განსახილველ შემთხვევაში მართალია განმცხადებელი განმარტავს, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამ ოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა, მაგრამ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 4 თებერვლის MIA 7 19 00285205 წერილის თანახმად სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 24 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ამასთან საქმის მასალებით და განმცხადებლის განმარტებით ირკვევა, რომ 2016 წელს იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებული იქნა მხოლოდ 7 სატრანსპორტო საშუალება, დანარჩენი ავტომობილების მოძიება ვერ მოხერხდა და კომპანიის საბანკო ანგარიშზე ირიცხება მხოლოდ და მხოლოდ 80 ლარი, რაც ვერ უზრუნველყოფს არა თუ კრედიტორთა მოთხოვნების, არამედ საპროცესო ხარჯების დაფარვასაც კი. ამდენად, სახეზეა გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 და სსსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების განხორციელების საფუძვლები, საქმის წარმოების შეწყვეტა.

,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ რეგისტრაცია.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს 5 000 ლარი. საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება მოვალეზე, როდესაც იგი ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მოითხოვს გაკოტრებას.

რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კომპანიის ბალანსზე ირიცხება მხოლოდ და მხოლოდ 80 ლარი, სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ ანგარიშზე, სს „საქართველოს ბანკში“ განთავსებული 80 ლარი უნდა გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე (პირველი რიგი), როგორც სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ მის მიერ მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ რეგისტრაცია.

2. სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ ანგარიშზე, სს „საქართველოს ბანკში“ განთავსებული 80 ლარი გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე (პირველი რიგი), როგორც სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ მის მიერ მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge).

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 მოსამართლე                              გოჩა დიდავა