დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.017464 |
|
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის მე-9 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35 2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი, 2023 წლის 1 აგვისტომდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით სააგენტოსათვის წარდგენის ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 აგვისტო. 6. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35 2 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი, შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 1 აგვისტო.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები