დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4171-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.018099 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა;“. 2. 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის №3 დანართით გათვალისწინებული 30 ოლქიდან რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად, კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ ოლქის ნომერი, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე ოლქისთვის ამ ოლქის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი ოლქის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის წევრი მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ ოლქის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი ოლქის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, საქართველოს პარლამენტის შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ ოლქში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის იმ წევრს, რომლის ოლქის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოლქი არის ამ კანონის №3 დანართით განსაზღვრული ოლქი, ხოლო ოლქის ნომერი − იმავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ოლქის ნომერი.“. 3. 146-ე მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 149-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 149. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული საკრებულოს არჩევნების შედეგების დადგენა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ კანდიდატთაგან არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.“. 5. 1491 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის №3 დანართი: „დანართი №3 ამ კანონის 115-ე მუხლის 61 პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრული ოლქები
“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. |
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4171-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები