დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4162-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430060000.05.001.102253 |
|
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა − სასწავლო მიზნების, სწავლის შედეგების, მოდულის/მოდულების, შესაბამისი კრედიტების, სწავლების მეთოდების, შეფასების ფორმებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებათა ერთობლიობა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით. თუ ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად ხორციელდება, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის/დიპლომების გაცემით;“. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები 1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა. 2. პირი, რომელმაც დაძლია სულ მცირე: ა) საბაზო ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები; ბ) სრული ზოგადი განათლების პროგრამა, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელმაც დაძლია სრული ზოგადი განათლების პროგრამა. 4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. 5. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს აღნიშნული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ერთობლივი დიპლომი/დიპლომები.“. 5. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს;“. 6. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 16−110 პუნქტები: „16. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის უწყვეტობის მიზნით ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უწევთ/უწევდათ, უფლება აქვთ, საავტორიზაციო განაცხადი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინონ 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განრიგით. 17. ამ მუხლის 16 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვალონ იმავე პუნქტით გათვალისწინებულ საავტორიზაციო განაცხადზე წარმოების დასრულებამდე. 18. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებიც ახალი საავტორიზაციო განაცხადით გათვალისწინებული არ ყოფილა, დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ პერიოდში ეს პროგრამები ჩაითვალოს ავტორიზებულად. 19. ამ მუხლის 16 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის უფლება გავრცელდეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საავტორიზაციო განაცხადის საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენა 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ უწევდათ. ამ პერიოდში განხორციელებული ქმედებები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად. 110. ამ მუხლის 16–19 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილში.“; ბ) 21−24 პუნქტები: „21. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს დაასრულებინოს სწავლა და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია იმ შემთხვევაშიც, თუ ჩარჩოდოკუმენტის მოქმედების ვადა გასულია ან ჩარჩოდოკუმენტი გაუქმებულია. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხოს პროფესიული სტუდენტები, თუ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი განსხვავებულ პირობას არ ადგენს. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის. 23. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათ შორის, ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის მიხედვით შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 24. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული მისანიჭებელი კვალიფიკაცია და განათლების დონე უცვლელია, კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროგრამაზე ახალი მიღების გამოცხადებამდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს შეუსაბამოს და ამის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობოს. აღნიშნული შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარუდგენს ინიციატივას სათანადო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ხოლო კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეს პროგრამა ამ უფლებამოსილების ვადით. სხვა შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პროგრამაზე ახალი პროფესიული სტუდენტები ჩარიცხოს.“; გ) მე-16 პუნქტი: „16. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მათი განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირი ვალდებულია 2023 წელს გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებზე 2024 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლა და გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატი. ამ პერიოდში განხორციელებული ქმედებები ჩაითვალოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4162-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები