ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016638
23
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010250050.35.132.016638
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქ. N36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647 განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, კახაბრის ქუჩა №36-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ-05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებ­ლობისათვის დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზ­ღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთებზე (ს/კ№ 05.31.07.646; 05.31.07.728; 05.31.07.740; 05.31.07.647) დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/2 მაჩვენებლის 10%-ს ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით.
მუხლი 3
განემარტოს შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ (ს/№248384234), რომ იგი ვალდებულია არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე წარმოადგინოს სრულყოფილი დენდროლოგიური დასკვნა და სატრანსპორტო სქემა.
მუხლი 4
განემარტოს შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“ (ს/№248384234), რომ იგი ვალდებულია საპროექტო ობიექტის სიმაღლის განსაზღვრა განახორციელოს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან“ შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე