დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.139.016552 |
11
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010250050.35.139.016552
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2022, 010250050.35.139.016536) და დადგენილების მესამე მუხლით დამტკიცებული დანართი №3-ის „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების და ერუდირებული ახალგაზრდების 2024 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი ახალგაზრდების ფინანსური დახმარება ფინანსური დახმარება ერთჯერადად გაიცეს ახალგაზრდაზე, რომელმაც 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღო სახელმწიფო სასწავლო გრანტი: ა) 100% გრანტი – 1000 ლარი; ბ) 70% გრანტი – 700 ლარი; გ) 50% გრანტი – 500 ლარი.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები