„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39-35
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.101.017214
39-35
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
330090000.35.101.017214
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39-35

2024 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) და დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის“:

ა) მე-8 მუხლი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პროექტის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის საკუთრებაში შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად, რაც დადასტურებული იქნება მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციითა და  ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. ამასთანავე, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება რეგისტრირებული საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსის მქონე ფართები, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფართის დანიშნულებას.“;

ბ) მე-8 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, სადაც შენობის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების მომენტისათვის შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფართების კომერციული ან/და საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტის დადგენა, აღნიშნული ფართების სტატუსი დგინდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით და შემდგომში იანგარიშება დაინტერესებული პირის საკუთრებად.“;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ავარიული სახლის ადგილას ახალ შენობა-ნაგებობის აშენების, ექსპლუატაციაში მიღების, ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი ფართის გადაცემამდე;“;

დ) მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში გადასაცემი საცხოვრებელი,  კომერციული და საოფისე ფართი თეთრი კარკასის მდგომარეობით მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

ა) ფართის გარე პერიმეტრზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის სტანდარტული მასალით და ფურნიტურით დამონტაჟებას;

ბ) ფართში შესასვლელი რკინის კარის დამონტაჟებას, საკეტით;

გ) შიდა კედლების სატიხრე ბლოკით ამოყვანასა და გალესვას;

დ) იატაკის მოჭიმვას ცემენტის ხსნარით, სველი წერტილების გარდა;

ე) ცენტრალური ელექტროგაყვანილობის ფართში შეყვანას;

ვ) შიდა ელექტროგაყვანილობის სტანდარტული ქსელის მოწყობას;

ზ) გაზის გარე ქსელის მონტაჟს (დგარები) მრიცხველის გარეშე;

თ) წყლისა და კანალიზაციის დგარების მონტაჟს;

ი) როზეტებისა და გადამრთველებისთვის ადგილების გამზადებას.

2. ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში დაინტერესებული პირისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის რემონტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

ა) გაზმომარაგების სისტემის მოწყობას;

ბ) საკომუნიკაციო მილგაყვანილობების (წყალი, საკანალიზაციო წყალარინება) მოწყობას;

გ) წყალმომარაგების ქსელის და საკანალიზაციო მილგაყვანილობის დგარების მოწყობას;

დ) ელექტროჩამრთველების, როზეტებისა და სანათების მოწყობას;

ე) გათბობის მილების მოწყობას;

ვ) სააბაზანოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მოწყობას, სანიტარიული ფურნიტურის (ხელსაბანი ნიჟარა (შემრევითა და სიფონით), გამწოვი, საშხაპე, უნიტაზი) მონტაჟს, იატაკების მოჭიმვას ქვიშა-ცემენტის ხსნარით;

ზ) სამზარეულოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, წყლის ნიჟარის (შემრევით და სიფონით) მონტაჟს და მისი სადგამი კარადის მოწყობას;

თ) ლამინირებული იატაკის დაგებას;

ი) თაბაშირმუყაოს ფილებით ჭერის მოწყობას, სველი წერტილებისა და აივნების გარდა;

კ) კედლებისა და ჭერის შეფითხვნას და შეღებვას;

ლ) აბაზანის, სამზარეულოსა და აივნის ჰიდროსაიზოლაციო მასალით დამუშავებას;

მ) ფართის შიდა ღიობებში კარის ჩასმას (კომპლექტით);

ნ) ფანჯრის რაფების მოწყობას (შიდა მხარეს).“;

ე) მე-11 მუხლს მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  და მე-4 პუნქტები:

„3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს მისთვის განკუთვნილი ფართის გარემონტებაზე, რის შესახებაც წერილობითი განცხადება უნდა წარედგინოს პროექტის განმახორციელებელს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე. რემონტზე უარის გაცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს საცხოვრებელი ფართი ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით, ხოლო მისთვის კომპენსაციის გაცემა შეწყდება, სხვა დაინტერესებული პირების მსგავსად, ახალ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაინტერესებული პირებისთვის გადასაცემ ბინებზე პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით წარმოებული სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს.

4. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაინტერესებული პირისგან მომდინარე ნებისმიერი ხელშეშლა შესაძლებელია გახდეს პროექტის განმახორციელებლის მხრიდან ამავე პირის სასარგებლოდ შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაოს (მათ შორის, სარემონტო) შესრულებაზე უარის თქმის საფუძველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე