„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 39-28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260300.35.101.017207
39-28
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010260300.35.101.017207
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39-28

2024 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge; 12/04/2019; №010260300.35.101.016576) და დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების  ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების  წესის“ (დანართი №2):

ა) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.

4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის  დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს,  შემდგომში პროექტის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან  წარსადგენად.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში  ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე