“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესწიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესწიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 03/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 03/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.007.760
  • Word
28
03/10/2005
სსმ, 117, 03/10/2005
220.090.000.11.004.007.760
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივლისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესწიდვების წესში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.007.760

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №28

2005 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში” ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესში“ (სსმ III, №66, 28.06.2002 წ., მუხ. 607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს ეროვნული ბანკი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო დაქვემდებარებული ფილიალები შესყიდვებს განახორციელებენ დამოუკიდებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის სატენდერო კომისიასთან შეთანხმებით (მათი თანხმობით), იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის წლიური ჯამური თანხა არ აღემატება სატენდერო თანხას. მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ახალი ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შესყიდვები განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის წესით. ამ პერიოდში ხარჯები გაწეულ იქნეს დამტკიცებული ბიუჯეტის 1/12-ის ფარგლებში ყოველთვიურად, ცალკეული შესასყიდი ობიექტის მიხედვით.”;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 ეროვნულ ბანკში შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სატენდერო კომისია ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით იქმნება სატენდერო კომისია. კომისიის შემადგენლობაშია კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები. სატენდერო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიის მიერ ფორმდება შესაბამისი სხდომის ოქმი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მის თანამშრომელთაგან 3 კაცის შემადგენლობით იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელიც ექვემდებარება სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. შესყიდვების განხორციელების ფორმები.

1. საქართველოს ეროვნულ ბანკში შესყიდვების განხორციელების ფორმებია:

ა) ღია ტენდერი, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 100000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში _ 230000 ლარს;

ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება ნაკლებია 230000 ლარზე და აღემატება 120000 ლარს;

გ) ერთ პირთან მოლაპარაკება წარმოებს, როცა შესყიდვების ობიექტის ღირებულება 100 000 ლარამდეა.

2. ,,სახელმწიფო“ და „პროფესიულ“ საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების საკითხს, რომელიც ექვემდებარება საიდუმლო საქმისწარმოების წესს, ასევე სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათი ღირებულების მიუხედავად, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ბანკის საბჭო.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ღია ტენდერი

1. ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.

2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართი და საკონტაქტო ნომერი;

ბ) შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა, ხარისხი, მიწოდების ადგილი, ფორმა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა, ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადა და ადგილი;

ე) მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;

ვ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების წესი, ვადა, ადგილი, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი;

ზ) ტენდერის სხვა პირობები.

3. განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია, რომელიც აქვეყნებს ან გზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.

4. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ, ხოლო დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, განცხადებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ყველა პირს, რომელსაც კომისიამ მიმართა თავდაპირველად. ამგვარი ცვლილების შეტანა და გამოქვეყნება (მიწოდება) უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტი ფიზიკური პირის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას _ მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება;“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საკვალიფიკაციო შერჩევა

საკვალიფიკაციო შერჩევა უნდა დამთავრდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. საკვალიფიკაციო შერჩევის შედეგად სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პირს.“.

7. მე-9 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატენდერო კომისია ამტკიცებს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემუშავდება ინდივიდუალურად. კომისია ვალდებულია პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, მისი მოთხოვნისთანავე, გადასცეს სატენდერო დოკუმენტაცია. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესისა და შესყიდვის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სატენდერო აპარატის რეკვიზიტებს. აპარატს უფლება აქვს იქონიოს კავშირი პრეტენდენტთან და მიაწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით.“;

გ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. რამდენიმე ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოზე ტენდერის გამოცხადებისას, სატენდერო კომისია ვალდებულია დოკუმენტაციაში დაყოს საქონელი, მომსახურება და სამუშაო ნაწილებად (ლოტებად) ერთგვაროვანი ნიშნით ან/და მათი მიწოდების, გაწევისა და შესრულების ადგილის მიხედვით. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ცალ-ცალკე საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების თითოეული ლოტის შესაბამისად.“.

8. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სატენდერო წინადადებათა წარდგენის და განხილვის წესი

1. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტით, კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე. პრეტენდენტებს უფლება აქვთ გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადებები კონვერტების გახსნამდე.

2. სატენდერო წინადადებათა შეფასება ხდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმის და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

3. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ მიიღება სატენდერო კომისიის წევრთა მიერ შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით და, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენტური სამმართველოს დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობით მიენიჭა უპირატესობა; ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის ოქმის სახით.“.

10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. გამარჯვებულ პრეტენდენტსა და ეროვნულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ. დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამის შედეგად უარესდება პირობები ეროვნული ბანკისათვის.

2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე; თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა, ტარდება ხელახალი ტენდერი.”.

11. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. ერთ პირთან მოლაპარაკება

1. ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით შესყიდვები განხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 100000 ლარზე ნაკლებია.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით, მიუხედავად შესყიდვის ღირებულებისა, თუ:

ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, ან არ არსებობს სხვა მისაღები ალტერნატიული პირი;

ბ) ფორს-მაჟორული ან სხვა საგანგებო სიტუაციის გამო აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება;

გ) შესყიდვის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია შესყიდვის განხორციელება იმავე მომწოდებლისაგან, როდესაც შემოთავაზებული პირობები კვლავაც მისაღებია ეროვნული ბანკისათვის.

3. ამ მეთოდის გამოყენების დროს საბჭო უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ერთი პრეტენდენტი და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე       რ. გოცირიძე