“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 10/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.758
  • Word
571
04/10/2005
სსმ, 118, 10/10/2005
010.170.000.22.029.007.758
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნომებრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.758

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება 571

2005 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნოემბრის №500 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულების დამტკი-ცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2004 წლის 26 ნოემბრის №500 ბრძანებით (სსმ III, 09.12.2004 წ., №145) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 2. მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანები

     მინისტრის აპარატის მიზნები და ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურების ორგანიზება;

გ) სამინისტროს საკადრო საქმიანობის ორგანიზება;

დ) მინისტრის მისაღების ორგანიზება და მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია;

ე) მინისტრის დავალებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება.”.

2. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. მინისტრის აპარატის ფუნქციები

     მინისტრის აპარატის ფუნქციებია:

ა) მინისტრის ბრძანების შესრულებაზე კონტროლი;

ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირებისადმი მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულებაზე კონტროლი;

გ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე და სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე დაკისრებული ფუნქციების ან ცალკეულ დავალებათა შერულების მდგომარეობის შესწავლა და შედეგების მინისტრისათვის მოხსენება;

დ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება; მინისტრის სტუმრების მიღების უზრუნველყოფა; მინისტრის მივლინებების ორგანიზება;

ე) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მისაღების ორგანიზება;

ვ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;

ზ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

თ) მინისტრის საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობიდან გამომდინარე მინისტრისათვის ანალიტიკური ხასიათის ცნობებისა და მასალების მომზადება;

ი) მინისტრის სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;

კ) სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ორგანიზების ხელშეწყობა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

ო) დადგენილი წესით მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება; სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა;

პ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ორგანიზება; სტაჟირების გავლის კონტროლი;

ჟ) სამინისტროში შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, შრომის დისციპლინის განმტკიცების ხელშეწყობა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ს) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის სამუშაო პირობების შექმნის ორგანიზება;

ფ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება; სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა.”.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. გვათუა