დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.132.016636 |
21
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010260020.35.132.016636
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ბათუმში, რაულ ვალენბერგის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
ქალაქ ბათუმში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ხულოს ქუჩიდან რაულ ვალენბერგის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 3 |
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩის მონაკვეთებზე (რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩები) საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით; ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით. |
| მუხლი 4 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები