ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016636
21
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010260020.35.132.016636
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, რაულ ვალენბერგის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებე­ბის ცალმხრივი მოძრაობა ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
ქალაქ ბათუმში, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობა ხულოს ქუჩიდან რაულ ვალენბერგის ქუჩის მიმართულებით, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 3
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზ­ღვრულ ქუჩის მონაკვეთებზე (რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩები)  საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანი­ზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;

ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშ­ვეობით.

მუხლი 4
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დად­გენი­ლებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცვე­ლობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსი“ გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე