„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016634
19
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010250050.35.132.016634
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №27 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016375) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ11) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების განხორციელება;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება;

გ) სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილება:

ა) განსაზღვრავს სამსახურის ერთიან პოლიტიკას, სტრატეგიასა და ერთიან სამოქმედო გეგმას, თანამედროვე გამოწვევების, საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ოკუპი­რებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

ბ) შეიმუშავებს სამსახურის გრძელვადიან ხედვასა და სტრატეგიას, უზრუნველყოფს შესაბამისი ამოცანებისა და ღონისძიების დაგეგმვას;

გ) უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სანიტარიული ზედამხედ­ველობის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს სამომავლო პრიორიტეტების დასახვას, ანალიტიკური ანგარიშების, რეკომენდაციების მომზადებას;

ე) ახორციელებს სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს, შეფასებას, შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადებას, სამსახურის განყოფილებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე კვარტალში ერთხელ;

ვ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე, ახდენს შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადებას;

ზ) ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვას (კოორდინაცია და ზედამხედველობა);

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას;

ი) უზრუნვეყოფს საქმიანი კონტაქტების დამყარებას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

კ) უზრუნველყოფს წინადადებისა და დასკვნების მომზადებას ხელმძღვანელობისათვის;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მატერიალური დახმარების მიზნით, ახორციელებს სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს განსახილველი საკითხების მომზადებას;

მ) სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექ­ტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

ნ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთე­ლობის დაცვის პროგრამებს;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან;

გ) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად;

დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განსახორციელებლად შეიმუშავებს სხვადასხვა დოკუმენტაციას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს არსებულ სამკურნალო დაწესებულებებთან თანაშრომლობას და საქმიანობის კორდინაციას;

ვ) პერიოდულად ახორციელებს სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილებისათვის მიზნობრივი პროგრამების შესრულებისა და მონიტორინგის გაწევის შესახებ ანგარიშების მიწოდებას;

ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

5. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოცია­ლური დაცვის პროგრამებს;

ბ) ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გასაწევად;

გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციართა მატერიალური დახმარების მიზნით, ახორციელებს სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს განსახილველი საკითხების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრისის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, ოჯახების აღწერას და საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას;

ვ) პერიოდულად ახორციელებს სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის განყოფილებისათვის მიზნობრივი პროგრამების შესრულებისა და მონიტორინგის გაწევის შესახებ ანგარიშების მიწოდებას;

ზ) ახორციელებს სოციალური დაცვის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორ­განიზაციების საქმიანობის კოორდინაციას, რაც გულისხმობს:

ზ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლო­ბას და საქმიანობის კოორდინაციას;

ზ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯო­ბესების მიზნით რეკომენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ზ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლე­ბა­მო­სილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლე­ბამოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ზ.დ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე