დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | REG 6 24 00000592 |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
მიღების თარიღი | 26/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრზე“ (ს/ნ 202193544, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.№12/ლუბლიანას ქ.№66) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი- „სპეციალიზებული დახმარება“. 2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად. 3.დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 5.ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. საფუძველი: შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ (ს/ნ 202193544) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ლორიას განცხადებები: №1406751, 29.12.2023წ. და №95676, 26.01.2024წ. ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 369 – 48, 23.02.2024წ. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №4, 26.02.2024წ. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები