საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 91/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018509
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
91/ნ
02/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
010020000.22.022.018509
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/05/2024 - 15/12/2025)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №91/ნ

2024 წლის 2 მაისი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის   განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად;

ვ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი