დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 13/02/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტი
ბრძანებულება №43
2001 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ორგანიზაციის“.
2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი.
3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სააღსრულებო ბიუროები“.
5. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) სააღსრულებო დეპარტამენტი“.
6. მე-19 მუხლის ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე“.
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:
„მუხლი 242. სააღსრულებო დეპარტამენტი
1. სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორ-განიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი, სასამართლო აღმასრულებლების კადრების შერჩევა, მათი სწავლება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენ-ტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები