„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 122, 27/12/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
530
20/12/2000
სსმ, 122, 27/12/2000
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №530

2000 წლის 20 კემბერი

. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის 471 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახური“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს მიერ კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიების გაცემის თაობაზე“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ც“ ქვეპუნქტი.

4. მე-15 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუ­მენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზაცია და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) პროექტების მომზადება; დასახელებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის ორგანიზება“.

5. დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „დასამ­ტკიცებლად“ შეიცვალოს სიტყვებით „შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 241-ე მუხლი:

მუხლი 241. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახური

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზაცია და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) პროექტების მომზადება; დასახელებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის ორგანიზება“.

. შევარდნაძე