„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 997
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017485
997
30/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
040030000.22.027.017485
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №997

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება;“.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირის საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების უზრუნველყოფა;“.

3. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი.“.

4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „თ1“ქვეპუნქტი:

„თ1) სააგენტოს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე