„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018508
90/ნ
02/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
430210000.22.022.018508
„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №90/ნ

2024 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1​“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №142/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/10/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“.

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“;

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის (დანართი):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი“;

ბ) პირველი  მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის/სპეციალური  მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის წესსა და სერტიფიკატის  მონაცემებს.

მუხლი 2. სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი

სერტიფიკატი გაიცემა სერტიფიკატის დანართთან ერთად.

მუხლი 3. სერტიფიკატის  გაცემაზე უფლებამოსილი დაწესებულება

სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – დაწესებულება), რომელშიც დაასრულა პირმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ან მისი უფლებამონაცვლე. სერტიფიკატის გაცემაზე (სერტიფიკატის დანართის გარეშე) უფლებამოსილია აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულია უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე ან მას შეწყვეტილი აქვს საგანმანათლებლო საქმიანობა.

მუხლი 4. სერტიფიკატის  მიღებაზე უფლებამოსილი პირი

სერტიფიკატის  მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება და დაასრულებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა)  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ულტრაიისფერი სხივების ქვეშ სერტიფიკატის სახიან მხარეზე დასმული ნიშანი (ემბლემა/გერბი), სერტიფიკატის სერიისა და ინდივიდუალური ნომრის გამოსახულება უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.“;

გ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სერტიფიკატზე უნდა მიეთითოს:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს სერტიფიკატის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მითითებით);

გ) დაწესებულების ემბლემა/გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) „მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“/„სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი“;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის სერია (ლათინური ასოებით) და ექვსნიშნა ინდივიდუალური ნომერი (თანმიმდევრული არაბული ციფრებით);

ვ) პირის მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), აგრეთვე, ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე, დაწესებულების სახელწოდების მითითებით, თუ აღნიშნული განსხვავდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდებისაგან;

ზ) იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც დაასრულა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;

თ) მითითება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  დასრულების შესახებ და კრედიტების რაოდენობა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემთხვევაში ასევე მიეთითება მიმართულება/საგანი/საგნობრივი ჯგუფი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის/საფეხურების მითითებით);

ი) დაწესებულების ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა, ასევე ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღების სახელი, გვარი და ხელმოწერა, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელს;

კ) ადგილი, სადაც გაიცა  სერტიფიკატი;

ლ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

მ) დაწესებულების ბეჭედი (კერძო სამართლის იურიდიული პირის – დაწესებულების შემთხვევაში – ნებაყოფლობით);

ნ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების  ერთიან რეესტრში სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი.

6. სერტიფიკატი ამ მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების/ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას/რეკვიზიტს/მონაცემს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“;

გ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

   „61. ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“,  „თ”, „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით მიეთითება:

ა) ცენტრის სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის მითითებით);

ბ) ცენტრის ემბლემა;

გ) ცენტრის ხელმძღვანელის სახელი და გვარი (სრულად), ხელმოწერა;

დ) ცენტრის ბეჭედი.“.

დ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სერტიფიკატის დუბლიკატი

1. სერტიფიკატის დუბლიკატი (შემდგომ – დუბლიკატი) გაიცემა იმ პირზე, რომლის სერტიფიკატი აღარ არსებობს ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე        უფლებამოსილია      ამ         წესის   მე-3     მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება/ცენტრი.

3. დუბლიკატის შედგენისას ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. შტამპი „დუბლიკატი“ დაისმის როგორც ქართულ, ასევე იმ უცხოურ ენაზე, რომელ ენაზეც ივსება დაწესებულების/ცენტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა.

4. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება სერტიფიკატის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატებისა და დუბლიკატების ერთიან რეესტრში.

მუხლი 7. სერტიფიკატის ფორმის, გაცემული სერტიფიკატისა და დუბლიკატის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმა ატვირთოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ – სისტემა). დაწესებულება ვალდებულია სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს ცენტრში.

2. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია სერტიფიკატის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში სისტემაში ატვირთოს სერტიფიკატის/დუბლიკატის ელექტრონული ასლი, აგრეთვე ასახოს შემდეგი მონაცემები: სერტიფიკატის/დუბლიკატისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია, ინდივიდუალური ნომერი. დაწესებულება/ცენტრი ვალდებულია, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას სისტემაში ასახოს შესაბამისი ცვლილება.”.

ე) მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესავსებად საჭირო ინფორმაციის მისაღებად დაწესებულებამ უნდა მიმართოს ცენტრს.

4. დაწესებულებას უფლება აქვს გასცეს სერტიფიკატის დანართი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს დაწესებულების ემბლემას და იმ სერტიფიკატის ნომერს, რომლის დანართსაც ის წარმოადგენს, მაგრამ მან უნდა შეინარჩუნოს სერტიფიკატის დანართის ყველა პუნქტი და დაიცვას თანმიმდევრობა.“.

ვ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაწესებულების/ცენტრის მიერ, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის დამტკიცებული ფორმის სისტემაში ატვირთვის ვალდებულება წარმოიშობა „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სისტემის შექმნისა და გამართულად ფუნქციონირების შემდეგ.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი