“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეტა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 07/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.752
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1792
04/10/2005
სსმ, 117, 07/10/2005
100.020.010.22.027.007.752
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეტა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/10/2005 - 21/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.752

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1792

2005 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში საჯარო მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების №6 საპყრობილეში ჩასატარებელი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

დანართი №1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №6 საპყრობილეში ჩასატარებელი კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე რეჟიმისა და უსაფრთხოების დარგში დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინიტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

·         საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999წ. 28 დეკემბრის №362 ბრძანება ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №364 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესის შესახებ”;

·         საქართველოს კანონი ,,ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ”.

2. დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრისდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         “საქართველოს მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999წ. 22 დეკემბრის №5/500/ო ერთობლივი ბრძანება ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”;

·         საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით _ ინსტრუქცია;

·         საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის ბრძანება №341 ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის ბრძანება №153 ,,საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციონალური სტრუქტურა”.

4. უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორისა და ინსპექტორის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №363 ბრძანება ,,უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №362 ბრძანება ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №364 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებითი დატოვების წესის შესახებ”;

·         საქართველოს კანონი ,,ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ”.

5. ოპერატიული მორიგე ინსპექტორისა და ოპერატიული მორიგე ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

6. რეჟიმის განყოფილების უფროსის, უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შეახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

7. რეჟიმის განყოფილების კორპუსის უფროსის, უფროსი კონტროლიორის, კონტროლიორისა და კონტროლის ინსპექტორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი _ იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

8. სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

9. სოციალური განყოფილების უფროსის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის თანამდებო-ბაზე დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია (მე-2 თავი);

·         საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; (დანაშაულის ცნება; სასჯელის ცნება; ვადამდე გათავისუფლება);

·         საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (გასაჩივრების პროცედურები);

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №361 ბრძანება ,,მსჯავრდებულთა სოციალური სამსახურის შესახებ”;

·         საქართველოს განათლების მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის 1999წ. 30 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №614/6 ,,მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული სწავლების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999წ. 22 დეკემბრის №5/500/ო ერთობლივი ბრძანება ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №369 ბრძანება ,,მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №362 ბრძანება ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         ევროპის პენიტენციური წესები _ საერთაშორისო სტანდარტები პატიმრობასთან დაკავშირებით;

·         მსჯავრდებულის პირადი საქმე (ზოგადად).

10. საინფორმაციო სპეციალური განყოფილების უფროსის და ინსპექტორის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

·         საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.

11. მომარაგებისა და ტექ. მოწყობილობის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამ-დებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წ. 22 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №5/500/ო ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”.

12. საწყობის გამგის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები 65 წლამდე.

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია ეკონომიკური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999წ. 22 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №5/500/ო ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”.

13. ენერგეტიკის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

14. მძღოლის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები 65 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია შესაბამისი განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         2004 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შეახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”

15. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების მთავარი ბუღალტრის, ბუღალტრის და ბუღალ-ტერმოლარის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი;

·         საქართველოს კანონი ,,ბიუჯეტის შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით _ ინსტრუქცია;

·         საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის ბრძანება №341 ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის ბრძანება №153 ,,საქართველოს ბიუჯეტის ხარჯების ფუნქციონალური სტრუქტურა”.

 16. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, ინსპექტორის და ფსიქოლოგის (თანამშრომელთათვის) თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინიტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინიტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს კონსტიტუცია;

·         საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;

·         საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №70 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

·         საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”.

17. სამდივნოს უფროსის, სამდივნოს ინსპექტორის, სამდივნოს ოპერატორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 20 ივნისის №596 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების სამსახურებრივი ნომენკლატურის დამტკიცების შესახებ”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის №42 ბრძანებულება ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №414 ბრძანებულება ,,საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ”.

18. დაცვის განყოფილების უფროსის, უფროსის მოადგილის, ყარაულის უფროსის, ყარაულის უფროსის თანაშემწის, საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის ინსპექტორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

19. დაცვის განყოფილების გუშაგის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია იურიდიული, პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, ფილოლოგიური, პოლიტოლოგიური ან სოციალური განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №70 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

20. საკონტროლო გამშვები პუნქტის გუშაგის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №70 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

21. ინჟინრის, საქვაბე მეურნეობის ოპერატორის და კომენდანტის თანამდებობებზე დადგენი-ლია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები 65 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”.

22. სასადილოს გამგის, ოპერატორის თანამდებობაზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები 65 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება (სასურველია შესაბამისი განათლება) და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

დ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999წ. 22 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №5/500/ო ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”.

23. სამედიცინო ნაწილის თანამდებობებზე დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლიდან 35 წლამდე, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები _ რიგითის წოდებით 55 წლამდე, უმცროსი ოფიცრის წოდებით 55 წლამდე, უფროსი ოფიცრის წოდებით 60 წლამდე; მოსამსახურე 65 წლამდე;

ბ) უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

გ) უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი;

დ) სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; უცხო ენის ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

·         საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ”;

·         საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანება ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”;

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 1999 წ. 22 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №5/500/ო ,,მსჯავრდებულთა კვების ნორმების, ტანსაცმლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესახებ”.

·         საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წ. 28 დეკემბრის №362 ბრძანება ,,პატიმრობის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.