„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018514
96/ნ
07/06/2024
ვებგვერდი, 10/06/2024
430210000.22.022.018514
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №96/ნ

2024 წლის 7 ივნისი

ქ.თბილისი

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში (სსმ, №148, 01/12/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის” მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი