„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016689
97
24/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
010250020.35.123.016689
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №97

2024 წლის 24 აპრილი

ქ. ქუთაისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონი  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგ­რა­მების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge, 28.12.2023, №010250020.35.123.016678), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების დანართი №2 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია

დანართი №2
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებები

ღონისძიების დასახელება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია/სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პროცენტული წილი

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია, წარმოადგინოს სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის დედანი: 1-დან 6 სართულის ჩათვლით – 30%, 6 სართულზე ზევით – 50%. საგარანტიო თანხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უბრუნდება მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების ამსახველი დოკუმენტის (ამხანაგობასა და ადმინისტრაციულ ერთეულს შორის გაფორმებული აქტი) წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღეში.

გადასახური მასალის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვ­რებ­თათვის დაზიანებული სახურავის (ბრტყელი, ქანობიანი) კაპიტალურად შეკეთებისთვის ჩასატარ­ებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ბრტყე­ლი გადახურვის შემთხვევაში დაზიანებული სახუ­რა­ვის სრულ დემონტაჟს, ცემენტის რთული ხსნარ­ით მოსწორებას (მოჭიმვას), ორი ფენა ჰიდროსაი­ზო­ლა­ციო მასალით სახურავის მოწყობას (სახურა­ვის რეაბილიტაციის სამუშაოები არ განხორციელ­დება ვიდრე ის არ განთავისუფლდება წყლის ავ­ზე­ბიდან და სხვა მოწყობილობებიდან); ქანო­ბი­ა­ნი სახურავის შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებ­ლობით გამოწვეული ხის მასალის შეცვლა (სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექს­პერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრე­დიტი­რებული პირის მიერ გაცემული დასკვნის გათვა­ლის­წინებით), გადახურვის სრული დემონტაჟი, ახლით მონტაჟი მოთუთიებული თუნუქის საფარ­ით, საჭიროების შემთხვევაში; სავენტი­ლა­ც­იო და საბუხრე არხების აგურის წყობის აღდგენა და შემო­სვა ფურცლოვანი თუნუქით (ბინათმესაკუ­თ­რეთა ამხანაგობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს გადახურვის პროგრამით)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

რიგითობის გათვალისწინებით დოკუმენტაციას განიხილავს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქ­ტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავ­ლელი კომისია“ და კომისის მიერ ადგილზე მდგომარეობის შესწავლისას სახურავის ავარიულობის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

კომისია უფლებამოსილია პირველ ეტაპზე გადაამოწმოს 2022 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში ასახოს პრიორიტეტებში.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

3.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბა­ზოების რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს  სა­დარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟს, სადარბაზოში, სადაც ტექნიკუ­რად შესაძლებელია, ლიფტამდე მისასვლელი პან­დუსის მოწყობას შეზღუდული შესაძლებლო­ბების მქონე პირთათვის, სადარბაზოს კარებამდე მისას­ვლელი კიბეებისა და დერეფნული ტიპის საცხოვ­რებელ სახლებში არსებული ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრულ, ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, შესასვლელის გადახურვის კონს­ტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაციას, მეტალო­პლასტმასის ფანჯრების ჩასმას

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

4.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია

ტიპური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას (მიმმართველებისა და საპირწონეების გარდა) უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქ­ტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავ­ლელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

2013-2023 წლებში რეაბილიტირებული ლიფტების განმეორებით გათვალისწინება 2024 წლის ბიუჯეტის პროგრამაში არ განხორციელდება.

თანადაფინანსება: 95%/5% (95% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 5 % – ბინათმესაკუთ­რეთა ამხანაგობა).

5.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბი­ლი­ტაცია და საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული წყლის წოლანა მილების შეცვლა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

6.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

7.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნი­ტურის მოწყობა (საბავშვო ატრაქციონების, დასასვენებლად განკუთვნილი ფანჩატურის, მარტივი ტიპის სტაციონარ­ული „ტრენაჟორების“ მოწყობა, ძელ-სკამების შეძენა-მონტაჟი)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

თანადაფინანსება: 80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, 20% – ბინათმესაკუთ­რეთა ამხანაგობა).

8.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ავარიული სახურავების გადახურვა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

9.

თავისუფალი ინიციატივები

საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

10.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამდგარი წყლის ამოსატუმბი მოწყობილობების შეძენა-გადაცემა

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია