დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-981 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016863 |
|
„ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-981 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის №2-981 ბრძანებაში (ვებგვერდი, 29/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ავტორიზაციის წესის“ მე-4 მუხლის: |
1.
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამინიტრო ვალდებულია ავტორიზაციის მაძიებლის განცხადება განიხილოს განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილება გააცნოს განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.“. |
2.
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ავტორიზაციის მაძიებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტებისა ან/და ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები