დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016512 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2019 წ., 010250050.35.164.016353), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. 1.სახალხო დღესასწაულების პერიოდში: გავაზის სახალხო დღესასწაულზე (აღდგომის მე -2 დღეს); ახალსოფლის სახალხო დღესასწაულზე - „,სამებობა“; ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე - „კვირაცხოვლობა“; 9 მაისის - მთისძირის სახალხო დღესასწაულზე; 20 მაისის შილდის სახალხო დღესასწაულზე - „კოხიაობა“ და 28 აგვისტოს - გრემის სახალხო დღესასწაულზე - „მარიამობა“- ფულადი ჯილდო ექვს წონით კატეგორიაში - 55კგ, 60 კგ, 66 კგ, 73 კგ და 81 კგ-ზე განისაზღვროს შემდეგნაირად: I ადგილი - 375 ლარით, II ადგილი - 250 ლარით, III ადგილი - 125 ლარით, ხოლო აბსოლუტური: I ადგილი - 625 ლარით, II ადგილი - 500 ლარით, III ადგილი - 375 ლარით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები