საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4197-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.102263
4197-XIVმს-Xმპ
29/05/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
200000000.05.001.102263
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის:

ა) 37-ე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.“;

ბ) 145-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 146-ე ნაწილი:

„146. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის 2028 წლის 1 იანვრამდე გადაცემის შემთხვევაში:

ა) ამ უცხოური საწარმოს  და მისი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა,  გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით 2030 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.

შენიშვნა:

1. ეს ნაწილი გამოიყენება, თუ:

ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე  ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) ფლობს;

ბ) ხდება ისეთი აქტივის გადაცემა, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოს საკუთრებაში აქვს ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის.

2. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემის მომენტისთვის.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4197-XIVმს-Xმპ