„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016597
43
17/04/2024
ვებგვერდი, 18/04/2024
010250050.35.166.016597
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2024 წლის 17 აპრილი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების   პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.macne.gov.ge, 26.12.2023, 010250050.35.166.016585) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის „ახალშობილთა ოჯახების დახმარებამე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საინფორმაციო ბარათი ბავშვის რეგისტრაციის ადგილის შესახებ გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ;“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი  №4  

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება

(პროგრამული კოდი 06 02 05)

მუხლი 1. ქვრპროგრამის მიზანი

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის   სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც  განცხადებით მომართვამდე  არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თუ:      

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

ბ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

გ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

დ) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ე) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნითვ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა.

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, გაცემული მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;

დ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ასლი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის   მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში   ცნობა შშმ ბავშვის სტატუსის შესახებ და ბავშვის დაბადების მოწმობა;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობა, გაცემული სოციალური მომსახურების სააგენტოდან აღნიშნული ფაქტის შესახებ.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები და დაფინანსების მოცულობა

1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა. ერთ ოჯახზე  მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც  არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო  ნივთებით  უზრუნველყოფის მიზნით. საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 700 ლარს. საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი.

3. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით  უზრუნველყოფის მიზნით. საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი.

მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1 ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს რეკომენდაციის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე გაიცემა ვაუჩერი განმცხადებლის  სახელზე 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. განაღდებული ვაუჩერი ანაზღაურდება ვაუჩერის „ბ“ ნაწილისა და მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საამისოდ სპეციალურად გამოწერილი, საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 მუხლი 5ქვეპროგრამის მიმწოდებელი

მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული პირი.

მუხლი 6ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.

3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას „ე“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური