„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 140020000.22.026.017223
46
18/04/2024
ვებგვერდი, 18/04/2024
140020000.22.026.017223
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი

ბრძანება №46

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბერის №88 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140020000.22.026.016442) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:

ა) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 პუნქტები:

„72. სარდლობის შტაბს ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სარდლობის შტაბის უფროსი:

ა)  წარმართავს და კოორდინაციას უწევს სარდლობის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კოორდინაციას და კონტროლს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების შტაბების მუშაობაზე;

გ) ზედამხედველობს სარდლობის შტაბის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ დავალებებს და მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის შტაბში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;

ე) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას;

ვ) პასუხისმგებელია სარდლობის შტაბის ფუნქციების შესრულებაზე;

ზ) აანალიზებს სარდლობის შტაბის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს შტაბის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.

73. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ მეთაურები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სტრუქტურული ერთეულის მეთაური:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და განხორციელებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას, ახორციელებს წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას და მონიტორინგს;

ე) ასრულებს ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და ინსტრუქციებს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ზ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს;

თ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას, ორგანიზებას და მონიტორინგს უწევს დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში საჯარისო სამსახურის მოთხოვნების შესრულებას;

კ) სტრუქტურულ ერთეულში შესულ კორესპონდენციას ანაწილებს დაქვემდებარებულ  მოსამსახურეებზე;

ლ) აანალიზებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და სარდალს წარუდგენს წინადადებებს მისი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებას ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ნ) ზემდგომ ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანების შესასრულებლად;

ო) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და ცალკეული მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე შეიარაღებისა და ტექნიკის ტაბელით განსაზღვრული შეიარაღებისა და ტექნიკის მიმაგრებას და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებზე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განაწილებას;

ჟ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

რ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულს  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ტ) აწარმოებს მიმოწერას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე გამოითხოვს მათგან საჭირო ინფორმაციას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს ზემდგომი ხელმძღვანელობის ბრძანებებს, მითითებებსა და დავალებებს.“;

ბ) მე-8 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

9. სარდლობის სტრუქტურული ერთეულის მეთაური/უფროსი/სარდლობის შტაბის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და სარდლის წინაშე.

 

10. სტრუქტურული ერთეულის უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  კორესპონდენციას  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სამინისტროს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობისა და სარდლის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. სარდლობის სტრუქტურული ერთეულების უფროსის/მეთაურის/სარდლობის შტაბის უფროსის, დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ქვედანაყოფის მოსამსახურე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი