„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4124-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016773
4124-XIVმს-Xმპ
16/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
010190060.09.001.016773
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/432, 03.04.2024) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტები.

2.  საქართველოს  პარლამენტის  რეგლამენტის  125-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და მე-4 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 13 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:

ა) შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

გ) რატი იონათამიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ე) ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

ვ) დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;     

ზ) ირაკლი შატაკიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

თ) სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

ი) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

კ) სოზარ სუბარი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;

ლ) ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

მ) შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრი;

ნ) ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე (კომისიის მდივანი).

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

თბილისი,

16 აპრილი 2024 წ.

N4124-XIVმს-Xმპ

პროექტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                 სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

კონსტიტუციური კანონის პროექტი დაკავშირებულია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კონსტიტუციური კანონის პროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კონსტიტუციური კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კონსტიტუციური კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც არ იქონიებს უარყოფით გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი კირცხალია, ვლადიმერ კახაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ზაურ დარგალი, ირმა ზავრადაშვილი, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, გიორგი ბარვენაშვილი, დავით მათიკაშვილი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შატაკიშვილი, იმედა ნიკურაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი, გრეტა წიწავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია, პაატა კვიჟინაძე, მაია ბითაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით კაჭარავა, ზაზა ლომინაძე, ქეთევან ჩარკვიანი, გივი ჭიჭინაძე, ზაალ მიქელაძე, ბაია კვიციანი, მარიამ ლაშხი, ანტონ ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნინო წილოსანი, დიმიტრი ხუნდაძე, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სალომე ჯინჯოლავა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გივი მიქანაძე, შოთა ხაბარელი, სალომე ქურასბედიანი, ელგუჯა გოცირიძე, გია ბენაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ედიშერ თოლორაია, გელა სამხარაული, რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სონღულაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოგი მეშველიანი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, კახა კახიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ხატია წილოსანი, მაკა ბოჭორიშვილი, ეკა სეფაშვილი, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხახუბია, ლევან კობიაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ელისო ბოლქვაძე, ნიკოლოზ სამხარაძე.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

მუხლი 1.

1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.

2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.

3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.

4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.

5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.

6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                 სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა დასაცავად მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები.

აღნიშნულის საპირისპიროდ საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულია და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. ამის შედეგია, მათ შორის, ის გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად მოქმედებს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას, სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს. ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც.

აღნიშნულზე მეტყველებს აგრეთვე სხვადასხვა კვლევის შედეგად წარმოებული სტატისტიკა: მაგალითად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია;[1] Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, 2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა.[2]

ყოველივე ამის შედეგია სწორედ ის, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს მოუწია, საგანგებოდ ყურადღება გაემახვილებინა და განეცხადებინა შემდეგი: „საკამათო არ უნდა იყოს მშობლებისთვის იმის ცოდნა, რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რას გულისხმობენ საავადმყოფოები, როდესაც ისინი მამაკაცსა თუ ქალზე საუბრობენ. ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი − ეს უბრალოდ საღი აზრია.“[3]

მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.[4]

აღნიშნულ უარყოფით პროცესებს საზღვარგარეთ დღეს ინტენსიური და მზარდი ხასიათი აქვს. ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი. ამ მხრივ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიმართულია აგრეთვე იმ რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია პოლიგამიისა და ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ყოველი ადამიანის ძირითადი უფლებები აღიარებულია და დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, განურჩევლად ადამიანის ცხოვრების წესისა. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი მიზნად არ ისახავს არცერთი ამ ძირითადი უფლების უგულებელყოფას.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კონსტიტუციური კანონის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კონსტიტუციური კანონის პროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კონსტიტუციური კანონის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი).

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების შედეგად გაძლიერდება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმები.