“საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 88-ორგ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 30/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.007.746
  • Word
88-ორგ
27/09/2005
სსმ, 115, 30/09/2005
010.230.000.20.013.007.746
“საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.007.746

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 

ბრძანება №88-ორგ

2005 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „კ” პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (სსმ III, №50, 24.05.02 წ., მუხ.471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ”ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „საქართველოს კონტროლის პალატის აპარატი”.

3. რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  „საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური”.

4. რეგლამენტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ო” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) „ადამიანური რესურსების მართვის სამსახური”.

5. რეგლამენტის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. რეგლამენტის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კონტროლის პალატის აპარატი

ახორციელებს კონტროლის პალატის მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას, პალატის ბიუჯეტის, ნაერთი ბალანსის და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას, პალატისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას, საქმისწარმოების ორგანიზებას, საარქივო საქმიანობის წარმართვას, მოქალაქეთა მიღების კოორდინაციას, ახორციელებს კონტროლის პალატის საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას; მონაწილეობს პალატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციაში; უწევს ორგანიზებას თავმჯდომარის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლს, პალატის კოლეგიალური და სათათბირო ორგანოების სხდომების ჩატარებას, კონტროლის პალატაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ოფიციალურ შეტყობინებებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს; ორგანიზებას უწევს კონტროლის პალატის სახელით მოწყობილ პრესკონფერენციებს, მუშაობს აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.”.

7. რეგლამენტის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის განხორციელებას; საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მათ წარმომადგენლობებთან, ასევე საფინანსო კონტროლის უმაღლეს ორგანოებთან და მათ საერთაშორისო გაერთიანებებთან თანამშრომლობას; ახორციელებს ამ მიმართულებით კონტროლის პალატის შესაბამისი აქტების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე კონტროლს; ახორციელებს პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.”.

8. რეგლამენტის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ახორციელებს კონტროლის პალატის საკადრო რესურსების მართვას, კონკურსის, ატესტაციის, საჯარო მოხელეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგების თანამედროვე სისტემის დანერგვას, კონტროლის პალატის პერსონალის მართვის ერთიანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მეთოდურ-პრაქტიკული და ორგანიზაციული სისტემის შექმნას და კოორდინირებას, აწყობს ტრენინგებს ზოგად სამომხმარებლო და ადმინისტრირების კომპიუტერული ტექნოლოგიების შესასწავლად, ატარებს დისკუსიებს, თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს, აანალიზებს სასწავლო პროცესების შედეგებს, ახდენს მიღწეული შედეგებისა და პრობლემების განზოგადოებას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.”.

9. რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პრეზიდიუმის სხდომას, პრეზიდიუმის წევრების გარდა, ესწრებიან კონტროლის პალატის აპარატის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსები, პრეზიდიუმის მდივანი, თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი, კონკრეტულ საკითხებზე კი სარევიზიო ჯგუფის წევრები.”.

10. რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. პრეზიდიუმის დავალებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს კონტროლის პალატის აპარატი.”.

11. რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თათბირის ოქმს აფორმებს კონტროლის პალატის აპარატი და არა უგვიანეს მეორე დღისა წარუდგენს ხელმოსაწერად სხდომის თავმჯდომარეს.”.

12. რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თათბირის დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს კონტროლის პალატის აპარატი.”.

    მუხლი 2

წარმოდგენილი ცვლილებები და დამატებები გაეცნოს კონტროლის პალატის საჯარო მოსამსახურეებს.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. სოსელია