გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016051
70
12/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
000000000.00.148.016051
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

 გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №70

2024 წლის 12 აპრილი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის ინიციატივა ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში  მდებარე  გეოგრაფიული ობიექტის  ქუჩისთვის  ცნობილი ისტორიკოსის  და საზოგადო მოღვაწის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის  მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე 227მ. კოორდინატები: საწყისი  X=426534.0157, Y=4647490.7477; საბოლოო  X=426622.8861, Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება ძმები რომელაშვილების ქუჩა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.45.31.599, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები  66.45.31.594 66.45.31.349, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.499 66.45.31.498 66.45.31.497.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს  ქუჩას, რომლის კოორდინატებია: საწყისი  X=426534.0157, Y=4647490.7477; საბოლოო  X=426622.8861; Y=4647302.9256. გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება ძმები რომელაშვილების ქუჩა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები 66.45.31.599, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.594, 66.45.31.349, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - 66.45.31.499 66.45.31.498 66.45.31.497, სავარაუდო სიგრძე 227 მ., ეწოდოს იოსებ ალიმბარაშვილის  სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).  

     

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       დავით რაზმაძე