გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016050
69
12/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
000000000.00.148.016050
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება № 69

2024 წლის 12 აპრილი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის, ლიანა ოქროპირიძის ინიციატივა, რომლითაც ითხოვს „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულებით სოფელ ხელთუბანში მინიჭებული გეოგრაფიული ობიექტისთვის  №6 ქუჩისთვის და №6 ქუჩის I ჩიხისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევას და №6 ქუჩისთვის თედო რაზიკაშვილის სახელის, ხოლო №6 ქუჩის I ჩიხისთვის  თედო რაზიკაშვილის ქუჩის I ჩიხის დარქმევას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტისდა 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,

1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 15 მაისის №82 განკარგულების 26-ე პუნქტით დამტკიცებული №79 დანართში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტს  №6 ქუჩას და №6 ქუჩის I ჩიხს გადაერქვას სახელწოდება და №6 ქუჩას ეწოდოს თედო რაზიკაშვილის სახელი, ხოლო №6 ქუჩის I ჩიხს ‒ თედო რაზიკაშვილის ქუჩის I ჩიხი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                             დავით რაზმაძე