გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016049
68
12/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
000000000.00.148.016049
გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №68

2024 წლის 12 აპრილი

. გორი

გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრების ლეილა მამულაშვილის, ბექა ლობჟანიძის და გიორგი გოგშელიძის  ინიციატივა, რომლითაც ითხოვენ ქალაქ გორში არსებული ვერხვების  მოედნისთვის მოედნის ფართობი : 2455 მ; კოორდინატები : საწყისი X=427214.1   Y=4649154; საბოლოო X=427153 Y=4649085; გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება: ილიკო სუხიშვილის ქუჩა,სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები ძმები რომელაშვილების, ფარნავაზის და აღმაშენებლის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - სახელმწიფო საკუთრება, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - მუნიციპალიტეტის საკუთრება, ძველი სახელწოდების გადარქმევას და ევროპის მოედნის სახელის  დარქმევას.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ინიციატივა. ამასთან, სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის N41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ასევე, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად. 

1. ქალაქ გორში არსებული ვერხვების  მოედანს,  რომლის ფართობია : 2455 მ; კოორდინატები : საწყისი     X=427214.1   Y=4649154; საბოლოო    X=427153   Y=4649085;  გზას ჩრდილოეთით ესაზღვრება: ილიკო სუხიშვილის ქუჩა, სამხრეთით ესაზღვრება ნაკვეთები ძმები რომელაშვილების, ფარნავაზის და აღმაშენებლის ქუჩა, აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - სახელმწიფო საკუთრება, დასავლეთით ესაზღვრება ნაკვეთები - მუნიციპალიტეტის საკუთრება  გადაერქვას ძველი სახელწოდება და  ეწოდოს ევროპის მოედანი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს  ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                 დავით რაზმაძე