მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35241024
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016028
გ-35. 35241024
11/04/2024
ვებგვერდი, 15/04/2024
000000000.00.153.016028
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის „ამაღლების ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-35. 35241024

2024 წლის 11 აპრილი

ქ. მცხეთა

 

  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის უსახელო ქუჩისათვის სახელის „ამაღლების ქუჩა“  მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმიდან ამონაწერი) საფუძველზე,

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – უსახელო ქუჩას მიენიჭოს სახელი – „ამაღლების ქუჩა “.

 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 საკრებულოს თავმჯდომარე      გიორგი ელოშვილი