დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №გ-35. 35240604 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-35. 35241022 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.153.016026 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-35.35241022
2024 წლის 11 აპრილი
ქ.მცხეთა
„მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №გ-35. 35240604 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №გ-35.35240604 განკარგულებაში, კერძოდ: განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი და რუკები (№1 და №1.1 სიტუაციური რუკები) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები