„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 100/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016853
100/04
18/04/2024
ვებგვერდი, 18/04/2024
220020000.18.011.016853
„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №100/04

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №284/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 220020000.18.011.016366) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარიგების პარტნიორი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული აუდიტორი, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) აუდიტორული ფირმა – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუდიტორული (აუდიტური) ფირმა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;

  ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) პორტალი − „საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პორტალი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების წლიური სავალდებულო აუდიტის ჩატარება ბანკის საქმიანობის სირთულის, მოცულობისა და რისკის პროფილის შესაფერისი პროფესიული გამოცდილების ან შესაბამისი რესურსების მქონე აუდიტორული ფირმის მიერ. ბანკის შერჩეული სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმა და გარიგების პარტნიორი უნდა შეესაბამებოდნენ ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებსა და აკმაყოფილებდნენ სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს:

ბ.ა) აუდიტორულ ფირმას ან აუდიტორული ფირმის ქსელში შემავალ რომელიმე უცხოურ ან ქართულ ფირმას, ფილიალს ან წარმომადგენლობას უნდა გააჩნდეს სულ მცირე 15-წლიანი  სამუშაო გამოცდილება აუდიტის სფეროში;

ბ.ბ) აუდიტორულ ფირმას და გარიგების პარტნიორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების  აუდიტში საქმიანობისა;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების და სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ასლები, პორტალის საშუალებით, მათი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 15 მაისისა. ამასთან, ბანკი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აგრეთვე წარუდგინოს აუდიტირებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და სარეკომენდაციო წერილის დოკუმენტური ასლები;“ .

3. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, აუდიტორული ფირმის ან გარიგების პარტნიორის/სხვა საკვანძო პერსონალის მიმართ ამ მუხლის მე-6 მე-8 პუნქტებით დადგენილ ვადებში ჩაითვლება აღნიშნული საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებამდე მისთვის გაწეულ სავალდებულო აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი ვადები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა