საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.22.033.017813
121
12/04/2024
ვებგვერდი, 15/04/2024
190020010.22.033.017813
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

ერთობლივი ბრძანება №121/№25/ნ

2024 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტის, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №11 დანართის („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის „მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია)“ (დანართი №1).
მუხლი 2
მუნიციპალიტეტებმა მათთვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი მიმართონ მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად. ამასთან, ადგილობრივი საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ხარჯების განაწილება შესაძლოა განსხვავდებოდეს №1 დანართით განსაზღვრული ხარჯების განაწილებისგან. 
მუხლი 3
მუნიციპალიტეტებმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისა და ანგარიშგებისას იხელმძღვანელონ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით).
მუხლი 4
მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან კალენდარული წლის ბოლოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) წარუდგინონ ინფორმაცია მიზნობრივი ტრანსფერის ათვისების თაობაზე. კალენდარული წლის ბოლოს ჩარიცხული ტრანსფერიდან აუთვისებელი ნაშთის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დელეგირებული ფუნქციების შესასრულებლად, მომდევნო კალენდარულ წელს მუნიციპალიტეტისთვის ფაქტობრივად ჩასარიცხი თანხა შეამციროს აღნიშნული ნაშთის მოცულობით.
მუხლი 5
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) განახლება მასში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული ფუნქციების განხორციელებისა და ანგარიშგების მექანიზმების განსაზღვრის მიზნით. 
მუხლი 6
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებით დამტკიცებული №11 დანართის („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა“) ფარგლებში 2024 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებისათვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების მიმართ ვრცელდება ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია)“ (დანართი №1). 
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე



დანართი №1

 

მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია (კალკულაცია)

ტრანსფერის დაანგარიშება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
  • შრომის ანაზღაურება;
  • საოპერაციო ხარჯები (ოფისის ხარჯები + ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯები);
  • ტრანსპორტის ხარჯი.

 

შრომის ანაზღაურება

სახელფასო ფონდი გაიანგარიშება WF = (BS * SLCSUM * 12თვე) + SeS,

სადაც:

WF – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სახელფასო ფონდი;

BS – საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით;

SLCSUMსახელფასო კოეფიციენტების ჯამი;

SeS – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სეზონური სამუშოს სახელფასო ფონდი.

 

BS – საბაზო თანამდებობრივი სარგო

განისაზღვრება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით და შეადგენს 1 330 ლარს.

 

SLCSUM – სახელფასო კოეფიციენტების ჯამი

სახელფასო კოეფიციენტების ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

SLCSUM = StU1 * SlC1 + StU2 * SlC2 + StU3 * SlC3 ..... StU17 * SlC17,

სადაც:

StU1,2,3….17„საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ფუნქციონირების შესახებ“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინით) განსაზღვრული შტატის ერთეული, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით;

SLC1,2,3....17 – სახელფასო კოეფიციენტების კატეგორიები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სიდიდისა და თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

 

StU

 სტრუქტურული და საშტატო ერთეული

საშტატო ერთეული – StU

სახელფასო კოეფიციენტი – SLC

მოსახლეობა 1,000

მოსახლეობა 1,000

<25

25-60

60-150

150-180

>180

<25

25-60

60-150

150-180

>180

 

ადმინისტრაცია

2

2

2

2

2

2.60

2.80

3.20

3.70

4.10

1

დირექტორი/მენეჯერი

1

1

1

1

1

1.60

1.80

2.00

2.30

2.50

2

ბუღალტერი

1

1

1

1

1

1.00

1.00

1.20

1.40

1.60

 

პროფილური შრომითი რესურსი

4

8

9

11

12

4.00

8.90

11.00

13.30

17.50

3

ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)

1

1

1

1

1

1.00

1.00

1.20

1.40

1.60

4

ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)

 

 

1

1

1

 

0.90

1.00

1.20

1.40

5

ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)

 

 

 

1

1

 

 

1.00

1.20

1.40

6

ექიმი-ეპიდემიოლოგი (პირველადი)

 

 

 

 

1

 

 

 

 

1.40

7

ექიმი-ეპიდემიოლოგი (იმუნიზაცია)

 

1

1

1

1

 

1.00

1.10

1.20

1.60

8

იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკაზე

(ცივ ჯაჭვზე) პასუხისმგებელი პირი

1

1

1

1

1

1.00

1.00

1.10

1.20

1.60

9

სამედიცინო-სტატისტიკურ ინფორმაციაზე

პასუხისმგებელი პირი

1

1

1

1

1

1.00

1.00

1.20

1.20

1.40

10

ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი

1

1

1

1

1

1.00

1.00

1.10

1.20

1.40

11

ექიმი პრევენციონისტი/პროფილაქტიკოსი

 

 

 

1

1

 

 

 

1.10

1.50

12

ექიმი ეპიდემიოლოგ – პარაზიტოლოგი

 

1

1

1

1

 

1.00

1.10

1.20

1.40

13

ენტომოლოგი

 

1

1

1

1

 

1.00

1.10

1.20

1.40

14

პარაზიტოლოგი – ლაბორანტი

 

1

1

1

1

 

1.00

1.10

1.20

1.40

სეზონური

ინსტრუქტორ – ბონიფიკატორი სეზონურად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამხმარე პერსონალი (დარაჯი, მძღოლი,

დამლაგებელი)

3

3

3

3

3

2.10

2.25

2.40

2.55

2.75

15

მძღოლი

1

1

1

1

1

0.75

0.80

0.85

0.90

1.00

16

დამლაგებელი

1

1

1

1

1

0.70

0.75

0.80

0.85

0.90

17

დარაჯი

1

1

1

1

1

0.65

0.70

0.75

0.80

0.85

 

სულ

9

13

14

16

17

8.70

13.95

16.60

19.55

24.35

 

SeS – სჯდ მუნიციპალური ცენტრის სეზონური სამუშოს სახელფასო ფონდი

SeS = BS * SLCSUM / SfSUM * 6თვე

სადაც:

SfSUMსჯდ მუნიციპალური ცენტრისთვის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით.

 

საოპერაციო ხარჯები

საოპერაციო ხარჯები (ოფისის ხარჯები + ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ხარჯები) გაანგარიშდება:

AdC = OfC + OpC

სადაც:

AdC – სჯდ მუნიციპალური ცენტრის ადმინისტრაციული (საოპერაციო) ხარჯი;

OfC – ოფისის (კომუნალური, საკანცელარიო და სხვა) ხარჯი;

OpC – საოპერაციო (პროფესიული ფუნქციების შესრულება) ხარჯი.

 

OfC = SfSUM * ₾1500

OpC = SfSUM * ₾500

სადაც:

SfSUMსჯდ მუნიციპალური ცენტრისთვის ეროვნული რეკომენდაციით განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა, შესაბამისი სიდიდის მუნიციპალიტეტის მიხედვით.

 

ტრანსპორტის ხარჯი

ტრანსპორტის ხარჯები გაინგარიშება:

TC = СP / 5წელი + (ArC + ComC) * FP

სადაც:

TC – სჯდ მუნიციპალური ცენტრის ტრანსპორტის ხარჯი;

СP – III კლასის ავტომობილის შესყიდვის და მოვლის ღირებულება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ფასების შესაბამისად;

ArC – მუნიციპალიტეტის ფართობის კოეფიციენტი;

ComC – მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების კოეფიციენტი;

FP – ფორმულის გაანგარიშების წინა თვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალო ფასი.

ArC = MunAr / 1000 * 1 (ტონა საწვავი)

(If MunCom < 50) * 1 * 0.5 (ტონა საწვავი)

(If MunCom 50 < > 100) * 2 * 0.5 (ტონა საწვავი)

ComC = (If MunCom 100 < > 150) * 3 * 0.5 (ტონა საწვავი)

(If MunCom 150 < > 200) * 4 * 0.5 (ტონა საწვავი)          

(If MunCom 200 < > 250) * 3 * 0.5 (ტონა საწვავი)

სადაც:

MunAr – მუნიციპალიტეტის ფართობი კვ2-ში;

MunCom – მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებული პუნქტების რაოდენობა.