დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურორის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 26/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 113, 27/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.007.741 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.007.741
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №16
2005 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში დამატების შეტანის თაობაზე
“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
“საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ III, 10.12.2004, №146, მუხ. 1326) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
“9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არა უადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები