დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016792 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 აპრილის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020; 010250050.35.148.016611) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) იმ ორგანიზაციების და ფიზიკური პირების ხელშეწყობა, რომლებიც განახორციელებენ: გამოფენებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონფერენციებს, საახალწლო და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის სფეროს გაუმჯობესებას.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; დ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან მოღვაწე ფიზიკური პირები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები