„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016791
6
12/04/2024
ვებგვერდი, 15/04/2024
010250050.35.148.016791
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 12 აპრილი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 8 დეკემბრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2023; 010250050.35.148.016776) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა საცხოვრებელ ადგილად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაფინანსება განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარული) მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმული რეაბილიტაციის (ერთჯერადად არაუმეტეს 15 პროცედურა) დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა

დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარების მიერ შემოტანილი განცხადებების დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2024 წლის 1 იანვრამდე არ იყვნენ რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიერ გორის მუნიციპალიტეტში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე