„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016733
26
11/04/2024
ვებგვერდი, 12/04/2024
280010000.35.137.016733
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2024 წლის 11 აპრილი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451). კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად, თანადაფინანსების პროგრამას.

2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას ჯანმრთელობის  მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.

მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარი

1. წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფო, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით.

მუხლი 3. პროგრამის მოქმედების გავრცელება

1. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;

ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;

გ) საკურორტო მომსახურებაზე;

დ) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე.

მუხლი 4. სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურების დაფინანსების ოდენობა

1. 0-65000  სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირებს, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაუფინანსდებათ 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება.

2. 65001-150000 სოციალური სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარებს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 55%-ით.

3. ბენეფიციარს, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განესაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:

ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით.

4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.

5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური პაციენტი,  სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ით.

6. ბენეფიციარს, რომელსაც ესაჭიროება ორთოპედიული    ენდოპროთეზირება (მენჯ-ბარძაყის სახსარი), დაუფინანსდება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 7000 ლარისა.

7. 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 100%-ით 3000 ლარამდე.

8. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების  50%-ით 5000 ლარამდე.

9.  18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 3000 ლარამდე,  ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების100%-ით;

ბ) 5000 ლარამდე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50 %-ით.

10. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს კინეზოთერაპია დაუფინანსდებათ:

ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.

11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაფინანსება, საგამონაკლისო წესით, ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი პირებისთვის – სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება.

12. ამ მუხლის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:

ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი;

ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;

გ) არის მარტოხელა პენსიონერი;

დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;

ე) არ უფიქსირდება  ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;

ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.

13. ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

14. სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

მუხლი 5. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

მოქალაქემ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (განცხადების დაწერა შესაძლებელია ბენეფიციარის ახლო ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მინდობილი პირის მიერ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა, მინდობილობა ან სხვა);

ბ)  ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან კალკულაცია) ან/და სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სააფთიაქო ან სამედიცინო დაწესებულებებისადმი ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხა;

ე) ცნობა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების  სახელმწიფოს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების ან/და ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ)  მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

თ)  მშობლის ან მინდობით აღსაზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ი) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

კ)  ამონაწერი არასრულწლოვანი ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

ლ) დასრულებული სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ცნობა დაწესებულებიდან დავალიანების ქონის შესახებ;

მ) სოციალური სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ) ომისა და  თავდაცვის ძალების ვეტერანის მოწმობა;

ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს;

პ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია განმცხადებლის ან საქართველოში რეგისტრირებული შუამავალი სამედიცინო დაწესებულების, საავადმყოფოს (კლინიკის) მიერ;

ჟ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

მუხლი 6. სააფთიაქო და სამედიცინო და მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალურ საკითხთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააფთიაქო და  სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.

3. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების შემდგომი სამუშაოს (სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

4. საგარანტიო ვალდებულება შემცირებული იქნება შესაბამისი პროპორციული რაოდენობით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენის შემდეგ დადგინდება, რომ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის მთლიანი ღირებულებიდან უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შემცირდა წინასწარი დოკუმენტაციით წარმოდგენილ თანხასთან შედარებით.

სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი  მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

5. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში საგარანტიო წერილი  გაიცემა შუამავალი სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფოს, კლინიკის) სახელზე.