„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016732
25
11/04/2024
ვებგვერდი, 15/04/2024
010250020.35.137.016732
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2024 წლის 11 აპრილი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 25/12/2023, 010250020.35.137.016703), კერძოდ:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კანდიდატი – საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ კურსზე მყოფი სტუდენტი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სასწავლო პრაქტიკა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში და წარმოდგენილი აქვს სასწავლო პრაქტიკის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატი მერიაში პრაქტიკანტად მიიღება პირადი განცხადების საფუძველზე ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. პრაქტიკანტად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომართვას უმაღლესი სასწავლებლიდან ან/და ცნობას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის მოქმედი სტატუსის შესახებ;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი